saqarTvelos mdinareebi - belseTi

ტერიტორიული ერთეულები სოხუმის მუნიციპალიტეტი
სათავე 43°02`56` ჩ. გ. 41°07`18` ა. გ.
შესართავი შავი ზღვა 42°59`55` ჩ. გ. 41°01`43` ა. გ.
სიგრძე 15 კმ
აუზის ფართობი 81.5 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 3.53 მ³/წმ

 

სინონიმი: ბასლა.

კარსტული მდინარე სოხუმის მუნიციპალიტეტში, სიგრძე 15 კმ, აუზის ფართობი 81,5 კმ2. სათავეს იღებს ოდიშისა და ურავის კარსტული წყაროებიდან. ერთვის შავ ზღვას ქ. სოხუმის ფარგლებში. 4 კმ-იანი მიწისქვეშა კარსტული გვირაბით დაკავშირებულია მდინარე კელასურთან. საზრდოობს უმთავრესად წვიმის წყლით. იცის წყალმოვარდნა შემოდგომასა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,53 მ2/წმ. ჰესი.